ფეხბურთი

17:40 | 26.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოატენგმა შესაძლოა მუნდიალი გამოტოვოს და "ბაიერნი" დატოვოს

მიუნხენის “ბაიერნის” მცველი ჟერომ ბოატენგი მადრიდის “რეალთან” საპასუხო მატჩს გამოტოვებს. გერმანული მედიის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელის დაზიანება საკმაოდ სერიოზულია, თუმცა გამოჯანმრთელების ზუსტი თარიღი უცნობია.

დიდი ალბათობით, ჟერომს ლაზარეთში ყოფნა თვეზე მეტი ხნით მოუწევს და აქედან გამომდინარე შესაძლოა, გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზეც დააკლდეს.

გარდა ამისა, ბოატენგი ზაფხულში სავარაუდოდ “ბაიერნს” დატოვებს. გერმანელმა მცველმა ჟურნალ Socrates-თან საუბარში მიუნხენიდან წასვლაზე გააკეთა მინიშნება:

“ახლა ისეთ ასაკში ვარ, რომ ჩემს თავს უნდა ვკითხო – მაქვს თუ არა ამავე გუნდში ამბიცია? ეს არის პერსონალური სტიმული, რომელიც კარიერული წინსვლისთვის საჭიროა”, - განაცხადა ბოატენგმა.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოცდილ ფეხბურთელს ყოფილი კლუბი, “მანჩესტერ სიტი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” იწვევენ.

0.116728