მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ “არსენალთან” ევროპა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ ისაუბრა. არგენტინელი სპეციალისტი არსენ ვენგერის თემასაც შეეხო და ფრანგი კოლეგა კომპლიმენტებით აავსო.
“მას შემდეგ, რაც “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი ვარ, გუნდის თამაში გაუმჯობესდა. კრიტიკაც მეტია, მაგრამ აქ ბედნიერი ვარ. “არსენალი” საკუთარ მოედანზე ძალიან ძლიერია და ჩვენ ცივი გონებით უნდა ვითამაშოთ. ფინალში გასასვლელად გამბედაობაც საჭიროა.
ვენგერი? – მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ და მინდა მას ვუყურო, მისგან ვისწავლო. მისი ფეხბურთი ფანტასტიკურია”, - განაცხადა სიმეონემ.
“არსენალისა” და “ატლეტიკოს” მატჩი დღეს, ლონდონში გაიმართება. საპასუხო შეხვედრა კი, ერთ კვირაში უკვე მადრიდში შედგება.