კატალონიის “ბარსელონას” ანდრეს ინიესტა ტოვებს და შესაბამისად, ზაფხულიდან “ბლაუგრანას” ახალი კაპიტანი ეყოლება. Sport-ის ინფორმაციით, კაპიტნის სამკლავურს ლიონელ მესი გადაიბარებს, რომელიც მიმდინარე სეზონში გუნდის ვიცე-კაპიტანია.
მესისთვის ეს უცხო როლი არაა. არგენტინის ნაკრებს უკვე წლებია კაპიტნობს.
რაც შეეხება “ბარსელონას”, კარლეს პუიოლის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ კატალონელებს ჯერ ჩავი, ხოლო შემდეგ ანდრეს ინიესტა კაპიტნობდნენ.