საქართველოს ნაკრებისა და “გენტის” ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე შესაძლოა, ბელგიის იუპერლიგის 2017-2018 წლების სეზონის აღმოჩენა გახდეს. ეს მთლიანად გულშემატკივარზეა დამოკიდებული.
გამოცემა Voetbalkrant.com-ი გამოკითხვას ატარებს, რომელშიც 7 ახალგაზრდა ფეხბურთელი მოხვდა (21 წლამდე). მათგან ერთ-ერთი გახდება საუკეთესო.
ჩაკვეტაძის კონკურენტები არიან:
სამუელ კალუ (“გენტი”), ჰასან ბანდე (“მეხელენი”), იდრისა დუმბია (“ზულტე ვარეგემი”), დილან ბატუბინსიკა (“ანტვერპენი”), ალექსის საელემაკერსი (“ანდერლეხტი”).
რაც შეეხება გიორგის, 18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა იუპერლიგაში აქამდე 15 მატჩი ჩაატარა (სამი ძირითად შემადგენლობაში), 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. საერთოდაც, ჩვენებურს ბელგიაში ძალიან კარგი პრესა აქვს...