ფეხბურთი

17:16 | 24.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფარცვანიამ “ოლიმპიკი” უნდობლობის გამო დატოვა

თემურ ფარცვანიამ დონეცკის “ოლიმპიკი” დატოვა. უკრაინული კლუბის ინფორმაციით, მხარეებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა კონტრაქტი.

მიზეზი ქართული ფესვების მქონე ფეხბურთელისადმი უნდობლობაა. საქმე ისაა, რომ ოდესის “ჩერნომორეცთან” (1:3) მატჩის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა ვლდისლავ გელზინმა ფარცვანია და ემერსონ აიეტი ეჭვიმიტანილებად სცნო და არაპატიოსან თამაშში დაადანაშაულა.

გამოძიება უკვე მიმდინარეობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. იქამდე კი, 26 წლის ფარცვანიამ განაცხადა, რომ ვერ ითამაშებს იმ გუნდში, სადაც მის მიმართ ნდობა არ არსებობს.

0.112731