საქართველოს ნაკრების კაპიტანი მანუჩარ მარკოიშვილი იტალიის სერია A-ს ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ 31 წლის კალათბურთელმა გუშინ “ტორინოსთან” მატჩში 7-დან 7 სამქულიანი ჩააგდო და იტალიის ჩემპიონატის მატიანეში ეს რიგით მეოთხე შედეგია. საგულისხმოა ისიც, რომ ბოლოს ასეთი მაღალი მაჩვენებელი სამქულიანების სიზუსტით იტალიის ჩემპიონატში 9 წლის წინ დაფიქსირდა.
სამქულიანების 100%-იანი მაჩვენებლით “რეჯიო ემილიას” კიდევ ერთი კალათბურთელი ტერელ მაკლტაირი ლიდერობს, რომელმაც 2005-2006 წლების სეზონში “ბოლონიასთან” 10-დან 10 სამქულიანი ჩააგდო.
აქვე გთავაზობთ იტალიის საკალთბურთო სერია A-ს ისტორიაში სამქულიანების საუკეთესო შედეგებს:
1. ტერელ მაკლტაირი (2005-2006, “რეჯიო ემილია”) - 10/10
2. დევიდ რივერსი (1997-1998, “ბოლონია”) – 8/8
3. ოსკარ ტორესი (2003-2004, “ნაპოლი”) – 8/8
4-7. საშა ობრადოვიჩი (1998-1999, “რომა”) – 7/7
4-7. მარკო სამბუგარო (2001-2002, “ლივორნო”) – 7/7
4-7. ანრი დომერკანტი (2008-2009, “რეჯიო ემილია”) – 7/7
4-7. მანუჩარ მარკოიშვილი (2017-208, “რეჯიო ემილია”) – 7/7
შეგახსენებთ, “რეჯიო ემილიამ” “ტორინო” 89:82 დაამარცხა, ხოლო მანუჩარ მაროიშვილი 24 ქულით, 4 მოხსნით, 4 პასითა და 1 ჩაჭრით გამოირჩა.