იტალიის სერია A-ს XXVII ტურში მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯანამ” “ტორინო” დაძაბულ ბრძოლაში 89:82 დაამარცხა. აღნიშნულ გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, რომელმაც რეჯიო ემილიელებს ულიდერა.
მარკოიშვილმა პარკეტზე 30 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 24 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მანუჩარმა 2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, თუმცა, სამაგიეროდ ფანტასტიკურად გაისარჯა პერიმეტრზე – “მანუმ” სამქულიანები 100%-იანი სიზუსტით ისროლა (7-დან 7)!
აღნიშნულ შეხვედრაში ქართველზე მაღალი შედეგიანობით ერთადერთი კალათბურთელი გამოირჩა. მისი თანაგუნდელი იალენ რეინოლდსი, რომელაც 29 ქულა მოუტანა (ამასთან 18 მოხსნა) თავის გუნდს.
“რეჯანას” 27 ტურის შემდეგ 12 მოგებითა და 15 წაგებით მე-12 ადგილი უკავია. რეჯიო ემილიელებს რეგულარული სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე პლეი-ოფში მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ.