დიეგო არმანდო მარადონა “იუვენტუსისა” და “ნაპოლის” (0:1) შეხვედრას გამოეხმაურა. ყველამ იცის, რომ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი მისი ყოფილი გუნდის დიდი გულშემატკივარია და ტურინში გამარჯვებამ ძალიან გაახარა.
“ჩვენ ყველას გვჯერა, რომ “ნაპოლი” სეზონს “იუვენტუსზე” წინ დაასრულებს. გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, ეს იმედი კიდევ უფრო რეალური გახდა. მადლობა კულიბალი!”, - განაცხადა მარადონამ.
შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა “ნაპოლიში” 1984-1991 წლებში თამაშობდა და ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. არგენტინელის გუნდიდან წასვლის შემდეგ ნეაპოლელები ჩემპიონობასთან ყველაზე ახლოს არიან.