იტალიური “ნაპოლის” თავდამსხმელმა ლორენცო ინსინიემ “იუვენტუსთან” (1:0) გამარჯვების შემდეგ მეტოქის მისამართით ირონიული კომენტარი გააკეთა.
ჟურნალისტის კითხვა ასეთი იყო:
- მათ განაცხადეს, რომ ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ტოლფასი მატჩი იყო და წააგეს...
ლორენცოს პასუხმა არ დააყოვნა:
- არაფერია, ისინი ამას მიჩვეულები არიან.
ლორენცო ინსინიემ ამით ხაზი გაუსვა “იუვენტუსის” წაგებულ ფინალებს ჩემპიონთა ლიგაზე.
შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს სატურინირო ცხრილში “ნაპოლი” პირველ ადგილზე მყოფ “იუვენტუსს” 1 ქულით ჩამორჩება, ხოლო სეზონის ფინიშამდე 4 ტურია დარჩენილი.