საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრი ნინო ხურციძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ბოლო წლებში სიმსივნეს ებრძოდა.
ნინო ხურციძე იყო მსოფლიოს ჩემპიონი 16 და 20 წლის გოგონათა შორის. 5 საჭადრაკო ოლიმპიადის, 3 მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის, 7 ევროპის ჩემპიონატის მონაწილე. მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამივე სინჯის მედლის მფლობელი საკუთარ დაფაზე. საქართველოს 6-გზის ჩემპიონი, მათ შორის მამაკაცთა შორის. საქართველოს თასის მფლობელი.
ნინო ხურციძისათვის ჭადრაკი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
საჭადრაკო ოჯახმა დიდი დანაკლისი განიცადა, ღირსეული წევრი დაკარგა.
პანაშვიდი: 24-25 აპრილს 17.00 საათიდან.
მისამართი: რ. თაბუკაშვილის 41.
გამოსვენება: 26 აპრილს 15 .00 საათზე.
მისამართი: საბურთალოს ამაღლების ეკლესიიდან.
„მსოფლიო სპორტის“ რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ნინო ხურციძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს.