ფეხბურთი

14:47 | 23.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

15-წლამდელები ანტალიის ტურნირზე

საქართველოს 15-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები თურქეთშია და დღეს საერთაშორისო ოთხთა ტურნირის პირველ მატჩს ჩაატარებს. გიორგი ჩიტაურის გუნდი ანტალიაში თურქეთის 15-წლამდელთა ნაკრებს შეხვდება.

ტურნირში ამ ორი გუნდის გარდა კიდევ აზერბაიჯანის 15-წლამდელთა და თურქეთის 14-წლამდელთა ნაკრებები მონაწილეობენ. მეორე ტურში ქართველები 25 აპრილს აზერბაიჯანს შეხვდებიან, 27 აპრილს კი - თურქეთის 14-წლამდელთა ნაკრებს.

მთავარმა მწვრთნელმა ანტალიაში ასეთი შემადგენლობა წაიყვანა:

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია), დავით ასათიანი (ტორპედო);

მცველები: ლუკა ფერცულიანი (სფფ აკადემია), ლუკა კუკავა (მარტვილის აკადემია), ირაკლი კვაშილავა (საბურთალო), სანდრო გულიაშვილი (საბურთალო), თეიმურაზ ვაზაგაშვილი (საბურთალო), ზურა მოსიაშვილი (სფფ აკადემია), მიხეილ ავალიანი (ლოკომოტივი);

ნახევარმცველები: ლუკა თაგორაშვილი (სფფ აკადემია), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო), ლაშა ონიანი (სფფ აკადემია), ნიკა კიტია (აკადემია-ზუგდიდი), გიორგი გვიშიანი (საბურთალო), თევდორე თელია (გაგრა), გიორგი გოჩიაშვილი (სფფ აკადემია);

თავდამსხმელები: თეიმურაზ დევიძე (ავაზა), თეიმურაზ თურაზაშვილი (დილა).

gff.ge

0.113366