ფეხბურთი

2:00 | 23.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ლას პალმასი” ლა ლიგას დაემშვიდობა

ლა ლიგის 34-ე ტურმა, გათამაშების მეორე უიღბლო გუნდის ვინაობა გამოავლინა. “ლას პალმასი” საკუთარ მოედანზე “ალავესთან” გავარდა და ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, ლა ლიგა 2-ში გავარდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდგომ, კანარელებმა ჯერ ორი ბურთი მუნირ ელ ჰადადისგან მიიღეს, შემდეგ კი ალვარო მედრანის და სობრინოს ჯერი დადგა. შესაბამისად, “გრან კანარიას” ბინადარს მინიმუმ ერთი სეზონი მოუწევს ლა ლიგასთან გამოთხოვება.

ბრწყინვალე ფორმაში მყოფი “ბეტისი” გასვლაზე მე-2 ადგილოსან “ატლეტიკოს” დაუპირისპირდა, არაფერი დაუთმო და ქულის მოპოვება მოახერხა. ანდალუსიელებს ზედიზედ 6 მატჩი ჰქონდათ მოგებული და ეს სვლა შეწყდა. სამაგიეროდ, “ბეტისი” მეორე შთამბეჭდავ სერიას განაგრძობს: კიკე სეტიენის გუნდმა მე-6 თამაშში შეძლო კარის მშრალად შენახვა, როდესაც გასულ 28 მატჩში 53 გოლი ჰქონდა გაშვებული.

მთლიანობაში შეხვედრა თანაბარი გამოდგა. მომენტები ორივე კართან შეიქმნა და 3 ქულის აღებაც ორივე გუნდს შეეძლო. პირველ ნახევარში მასპინძელთაგან ფერნანდო ტორესს შეეძლო გატანა, მაგრამ მანდიმ ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, ხოლო დამატებულ წუთებზე ხავი გარსიამ სულ ოდნავ ააცილა ობლაკის კარს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ვიტოლომ ახლო მანძილიდან ცუდად დაარტყა და რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. შემდეგ კი, გუნდებმა თითო 100%-იანი მომენტი გაცვალეს: კრისტიან ტელომ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო საულმა – ხარიხას. იყო სხვა ეპიზოდებიც, თუმცა ნაღდი საგოლე მომენტები არ ეთქმის – 0:0. აღსანიშნავია, რომ იან ობლაკმა მიმდინარე ლა ლიგაში 21-ე მშრალი შეხვედრა ჩაატარა.

კატალონიური დერბი შედგა “ესტადიო მუნიციპალ დე მონტილივიზე”, სადაც “ხირონა” “ესპანიოლს” დაუხვდა და ორი უპასუხო ბურთი გაუშვა. “თუთიყუშებს” ხერარდ მორენომ მოაგებინა, ხოლო ლა ლიგა 2-ში გავარდნილმა “მალაგამ” შინ “სოსიედადი” ასეთივე ანგარიშით დაამარცხა.

ხირონა – ესპანიოლი 0:2 (0:1)

გოლები: ხ.მორენო (43; 55)

მალაგა – სოსიედადი 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ადრიანი (11), 2:0 ენ ნესირი (35)

ლას პალმასი – ალავესი 0:4 (0:0)

გოლები: 0:1, 0:2 ელ ჰადადი (51; 73), 0:3 მედრანი (79), 0:4 სობრინო (91)

ატლეტიკო – ბეტისი 0:0

თეგებილა ლიგა
0.132629