საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია იძულებითი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ქართველმა ფეხბურთელმა შვეიცარიის სუპერლიგის 31-ე ტურში “ციურიხთან” ითამაშა.
ვაკომ მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში საყაიმო იყო (1:1), საბოლოოდ კი მისმა გუნდმა 2:1 გაიმარჯვა და ევროპა ლიგის ზონაში ადგილი გაიმყარა. “ლუცერნს” 46 ქულა აქვს, “სენტ გალენს” ერთი, ხოლო იმავე “ციურიხს” უკვე 6 ქულით სჯაბნის. სეზონის დასრულებამდე კი 5 ტურია დარჩენილი.
რაც შეეხება 23 წლის გვილიას – ტრავმა 24 მარტს, საქართველოსა და ლიტვის ნაკრებთა მატჩში მიიღო. იქედან მოყოლებული მოედანზე დღეს პირველად გავიდა.
არადა, რომ არა დაზიანება, გვილია “ლუცერნის” ლიდერად ყალიბდებოდა. ზედიზედ სამჯერ მოხვდა შვეიცარიის სუპერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში, ერთხელ საგოლე პასი მიითვალა, ხოლო “ბაზელთან” საერთოდაც გამარჯვების გოლი გაიტანა.