ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის (UEFA) და გაეროს ორგანიზებით ჟენევაში ლუიშ ფიგუს და რონალდიონიო გუნდებს შორის საქველმოქმედო მატჩი გაიმართა. პორტუგალიელის შემადგენლობამ 4:3 გაიმარჯვა.
ფიგუს გუნდის მწვრთნელი დიდიე დეშამი იყო, ხოლო რონალდიონიოს ნაკრების - კარლო ანჩელოტი. მატჩს პერლუიჯი კოლინა სჯიდა. გამარჯვებულთა გუნდიდან გოლები რაულმა, რობერ პირესმა, ნუნუ გომეშმა და მიჩელ სალგადომ გაიტანეს, ხოლო რონალდიონიოს გუნდიდან თავი სელია შაშიჩმა, ალექსანდრ ფრაიმ და კაფუმ გამოიჩინეს.