მძიმე დროება უდგას “სანდერლენდს”, ერთ-ერთ უძველეს ინგლისურ საფეხბურთო კლუბს. საქმე ისაა, რომ “შავი კატები” შარშან პრემიერლიგიდან ჩემპიონშიფში, ხოლო ახლა ჩემპიონშიფიდან პირველ ლიგაში დაქვეითდნენ. მოკლედ, ერთი წლის ინტერვალით ორი ლიგით დაღმასვლა...
“სანდერლენმა” ჩემპიონშიპის 44-ე ტურში საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ “ბარტონ ალბიონთან” 1:2 წააგო. არადა, მასპინძლები მთელი თამაში იგებდნენ და ბოლო ოთხ წუთში გაუშვეს ორი გოლი. ერთი გოლი მათ შორის, უბერებელი დარენ ბენტის ანგარიშზეა, რომელსაც პრემიერლიგაში წარმატებული წლები აქვს გატარებული.
ასე და ამრიგად, “სანდერლენდს” სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 34 ქულით ბოლო, 24-ე ადგილი უკავია და სამშვიდობოს, კერძოდ, “ბოლტონ უონდორერს” (21-ე ადგილი) ვეღარ გადაასწრებს. თავის მხრივ, “ბარტონმა” ამ გამარჯვებით 38 ქულა დააგროვა და ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ არ გავარდეს.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ “სანდერლენდის” მთავარი მწვრთნელი კრის კოულმენია. სპეციალისტი, რომელმაც “შავი კატები” გასული წლის მიწურულს ჩაიბარა და სპეციალისტი, რომელმაც უელსის ნაკრები ჯერ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, შემდეგ კი, ამავე ტურნირის ნახევარფინალში გაიყვანა.
რაც შეეხება “სანდერლენდს” – 139 წლიანი ისტორიის განმავლობაში 6-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ინგლისის ასოციაციის თასი, ხოლო ერთხელ ინგლისის სუპერთასი. ამჟამად, “შავ კატებს” პრემიერლიგამდე მინიმუმ ორი წელი აშორებთ...