იტალიური “მილანის” მცდელობა, რომ “ტორინოდან” ანდრეა ბელოტი დაიმატოს კვლავ წარუმატებელი გამოდგა. Tuttosport-ის ინფორმაციით “როსონერიმ” “ხარებს” იტალიელიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო და პატრიკ კუტრონე შესთავაზა, თუმცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო.
24 წლის მოთამაშეში ტურინული კლუბი 100 მილიონ ევროს ითხოვს. “მილანი” ადრეც შეეცადა ბელოტის დამატებას, რადგან ეს თავად ფეხბურთელის სურვილიც იყო, მაგრამ კლუბმა მისი გაშვება არ მოისურვა.
აქვე გეტყვით, რომ ბელოტისთვის მიმდინარე სეზონი არც ისე წარმატებულია. იტალიელმა 30 მატჩი ჩაატარა და 12 გოლის გატანა შეძლო. რაც შეეხება კუტრონეს, მის ანგარიშზე 41 მატჩი და 15 გოლია.