ფეხბურთი

2:00 | 21.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეს ინიესტა ჩინურ გუნდს შეუთანხმდა

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა ევროპაში ბოლო სეზონს ატარებს და ზაფხულში ჩინეთის სუპერლიგაში გადაბარგდება. როგორც ადგილობრივი გამოცემა PPTV–ი იტყობინება, 34 წლის ნახევარმცველი კარიერას “ჩუნცინ ლიფანში” გააგრძელებს - მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

“ბარსას” კაპიტანი ჩინურ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ტრანსფერი ოფიციალურად შესაძლოა, მომავალ კვირაში, ესპანეთის სამეფო თასის ფინალის შემდეგ დადასტურდეს.

შეგახსენებთ, ანდრეს ინიესტა “ბარსელონას” აკადემიის, “ლა მასიას” აღზრდილია და აქამდე ხვა კლუბში არ უთამაშია. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ინიესტას “კამპ ნოუზე” დარჩენას კლუბის ხელმძღავნელობის გარდა გულშემატკივრებიც სთხოვნდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, “დონ ანდრესი” საფეხბურთო სიბერეს მშვიდად, შორეულ ჩინეთში გაატარებს.

0.114266