ჩოგბურთი

19:57 | 20.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ტუნისის ღია ტურნირს გამოეთიშა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტუნისის ღია პირველობას მეოთხედფინალში გამოეთიშა. 26 წლის მოთამაშე არგენტინელ გვიდო ანდრეოცისთან იოლად, 1:6, 2:6 დამარცხდა.

სამხრეთამერიკელი მსოფლიოს რეიტინგში ამჟამად 161-ე პოზიციაზე იმყოფება, თუმცა ტუნისის ჩელენჯერზე კარგი ასპარეზობის გამო განახლებულ რეიტინგში წინსვლა ექნება. ბასილაშვილს რაც შეეხება, მან მხოლოდ 17 სარეიტინგო ქულა და 2,190 დოლარი გამოიმუშავა. ჯერჯერობით უცნობია ნიკოლოზი ტუნისის ღია ჩემპიონატის შემდეგ რომელ ტურნირზე იასპარეზებს.

0.176977