საქართველოს ნაკრების და “უნიკახას” ცენტრი გიორგი შერმადინი პარკეტს 29 აპრილს ან 6 მაისს დაუბრუნდება, აღნიშნულ ინფორმაციას laopiniondemalaga.es ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გიორგი 29 აპრილს “ბილბაოსთან” ან 6 მაისს “გრან კანარიასთან” მატჩში ითამაშებს.
გიომ მარცხენა ფეხის ტრავმა თებერვლის დასაწყისში მიიღო.
მიმდინარე სეზონში შერმადინი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 11.3 ქულას, 4.6 მოხსნას და 1 პასს აგროვებს.