კატალონიის “ბარსელონამ” “ლა მასიას” გარეშე ითამაშა. დიახ, ვიგოს “სელტასთან” მატჩში ერნესტო ვალვერდეს შერჩეულ ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა სახელგანთქმული აკადემიის წარმომადგენელი. ასეთი რამ კი, ბოლოს 16 წლის წინ, 2002 წლის 6 აპრილს მოხდა.
მაშინ, “ბარსას” კარლოს რექსაჩი წვრთნიდა, რომელმაც ლა ლიგის 33-ე ტურში ბილბაოს “ატლეტიკთან” შემდეგი თერთმეტეულით ითამაშა:
ბონანო, რაიციგერი, კრისტანვალი, აბელარდო, კოკო, როშემბაკი, კოკუ, ლუის ენრიკე, რივალდო, სავიოლა, ოვერმარსი.
ვალვერდე კი, “სელტასთან” “ბალაიდოსზე” შემდეგ თერთმეტეულს დაეყრდნო:
ტერ შტეგენი, სემედუ, იერი მინა, ვერლამელენი, დინიე, ანდრე გომეში, პაულინიო, კოუტინიო, დ. სუარესი, პაკო ალკასერი, დემბელე.
აღსანიშნავია, რომ დენის სუარესი თავის დროზე “ბარსელონა B”-ში თამაშობდა, მაგრამ “სელტას” აკადემიის აღზრდილია. მოკლედ, “ბარსამ” ტრადიცია დაარღვია და 2002 წლის შემდეგ პირველი მატჩი დაიწყო შემადგენლობით, რომელშიც ლეგენდარული “ლა მასიას” წარმომადგენელი არ ყოფილა...