ფეხბურთი

12:57 | 18.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა მოედანზე დაბრუნების სავარაუდო დრო დაასახელა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” შემტევმა ნეიმარმა, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადის, სან პაულუში გამართულ საჯარო ღონისძიებაზე მოედანზე მისი დაბრუნების სავარაუდო დრო დაასახელა.

“ყველაფერი დამოკიდებულია აღდგენით პროცესზე და გამოკვლევებზე, რომელიც მუდმივად მიტარდება. ზუსტი თარიღის დასახელება ძნელია, სავარაუდო დრო კი 17 მაისია, როცა ბოლო ტესტი უნდა გავიარო და შესაძლოა, ამ დროიდან მოედანზე დაბრუნება შევძლო. მუდმივი კონტაქტი მაქვს როგორც ნაკრების მწვრთნელთან, ასევე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან და 17 მაისს ყველაფერი გადაწყდება” - განაცხადა ნეიმარმა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი 25 თებერვალს “მარსელთან” მატჩში დაშავდა და ოპერაციის გადატანა მოუხდა, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა ნეიმარი იმედოვნებს, რომ მუნდიალს მზადყოფნაში შეხვდება.

0.108329