მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დივიზიონში საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მეორე გამარჯვება იზეიმა. ამჯერად ქართველებმა ჯგუფში ფავორიტად მიჩნეული ბულგარეთი 5:3 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ორი მოგებით პირველ ადგილზე იმყოფება.
საქართველოს ნაკრების განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე:
საქართველო – ჰონგ-კონგი 19 აპრილი, 18:15 საათი
საქართველო – სამხრეთ აფრიკა 20 აპრილი, 22:00
საქართველო – ტაიპეი 22 აპრილი, 15:00
შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველომ თურქეთს 6:2 მოუგო.