ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ ჟოზე მოურინიოსგან პოლ პოგბას გაყიდვის საკითხზე თანხმობა მიიღო.
პორტუგალიელ მწვრთნელსა და ფრანგ ფეხბურთელს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე დიდი ხანია საუბრობენ.
როგორც Daily Mail-ი წერს, “მანჩესტერ იუნაიტედმა” უკვე ის თანხაც განსაზღვრა, რომლის სანაცვლოდ პოგბას ამ ზაფხულს შეელევა. საუბარია 89 მილიონ გირვანქა სტერლინგზე.
წყაროს ცნობით, პოგბას გარდა, სეზონის დასრულების შემდეგ მანჩესტერელთა რიგებს დატოვებენ: ანტონიო მარსიალი, მატეო დარმიანი და დეილი ბლინდი.