ფეხბურთი

21:00 | 16.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

როდრიგო მორენო – ლა ლიგის მარტის საუკეთესო მოთამაშე

“ვალენსიას” და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი როდრიგო მორენო, ლა ლიგის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

27 წლის შემტევმა, გასულ თვეს 4 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. მორენომ “სევილიას” კარი ორჯერ აიღო, ხოლო “ბეტისი”, “ალავესი” და “ლეგანესი” თითოჯერ დაამწუხრა.

“ბენფიკას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ზემოხსენებულ ნომინაციაში კრიშტიანო რონალდუს და კრისტიან სტუანის აჯობა.

ცნობისთვის, როდრიგომ მიმდინარე ლა ლიგაში 31 შეხვედრა ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.117935