ნიკოლოზ ბასილაშვილი ტუნისის ჩელენჯერის ტურნირზე ითამაშებს. ნიკა მეორე ნომრადაა განთესილი და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია.
ქართველი ჩოგბურთელი პირველ შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის 213-ე ნომერს, გერმანელ ტობიაშ კამკეს დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრებში ნიკოლოზი მეტოქეს 2:0-ს უგებს.
ბასილაშვილი კამკეს შეხვედრა 17 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზეა ჩანიშნული.