"პარი სენ ჟერმენმა" როგორც მოსალოდნელი იყო, ვადაზე ადრე გაიფორმა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული - სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე. უნაი ემერის გუნდი "მონაკოს" 14 ქულით სჯაბინდა და 33-ე ტურში სწორედ "უშუალო" კონკურენტი მიიღო მშობლიურ "პარკ დე პრენსზე.
7:1 - ასეთი ანგარიშით აჯობა პსჟ-მ "თავადებს" და მისთვის მიუწვდომელი გახდა. ეს პარიზელთა მეშვიდე ტიტულია ისტორიაში და აქვე პატარა რევანშზეც შეგვიძლია ვისაუბროთ: შარშან ლიგა 1 "მონაკომ" მოიგო და შესაბამისად, პსჟ-სთვის ჩემპიონობის მონტე კარლოელებთან გაფორმება, თანაც ასეთი თამაშის ფონზე, ორმაგად სასიამოვნო უნდა ყოფილიყო.