ფეხბურთი

18:06 | 15.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" "დინამოს" ისევ გაასწრო, "სამტრედიამ" წარუმატებელი სერია შეწყვიტა

საქართველოს ეროვნულ ლიგას 6 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. “საბურთალომ” გასულ ტურში დაკარგული პოზიცია მას შემდეგ დაიბრუნა, რაც უშუალო კონკურენტი “დინამო” მისსავე მოედანზე დაამარცხა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს “დინამოსთან” სამი ქულისთვის ერთადერთი გოლი ეყო, რომელიც თორნიკე გორგიაშვილმა გაიტანა. გამოცდილმა ნახევარმცველს მართლაც ლამაზი გოლი გამოუვიდა, ბურთი აჭრა და მეკარისაგან შორუელ კუთხეში მოხდენილად გადაგზავნა. ეს იყო და ეს. თამაში დიდად სანახაობრივი ნამდვილად არ ყოფილა.

“საბურთალომ” 15 ქულა დააგროვა და სამი ქულით გაასწრო “დინამოს”, რომელმაც თავის მხრივ ოთხმატჩიანი მოგებების სერია დაასრულა.

კიდევ უფრო მოსაწყენი მატჩი შედგა ლანჩხუთში, სადაც დასავლეთ საქართველოში დაბრუნებულმა “სამტრედიამ” “დილასთან” ქულა გაიყო – 0:0. ბადრი კვარაცხელიას დებიუტი იმერული გუნდის თავკაცის რანგში ალბათ უფრო წარმატებულად უნდა შეფასდეს, ვიდრე წარუმატებლად, რადგან “სამტრედიამ” ოთხმატჩიანი წაგებების სერია დაასრულა და ბოლო ადგილსაც თავი დააღწია. თუმცა, 2016 წლის საქართველოს ჩემპიონის საქმე მაინც საკმაოდ რთულადაა და რაც მთავარია, თამაშის ხარისხიც აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს. “დილა” კი 11 ქულით მეოთხე ადგილზეა და ევროზონას ამაგრებს.

“დინამო” – “საბურთალო” 0:1 (0:0)

თბილისი, “დინამო არენა”

“დინამო” (4-2-3-1): ბულისკერია; რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე; ივანისენია (ერგემლიძე 83), ნინუა; შულაია, კიტეიშვილი, ივანიშვილი (ძალამიძე 73); ზივზივაძე (ბაბუნაძე 57)

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

“საბურთალო” (4-4-2): კუპატაძე; იაშვილი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი (ნადარაია 68); ვაგნერი, გორგიაშვილი, მამუჩაშვილი, დიასამიძე (ტერა 57); ვოლკოვი, ტატანაშვილი (კოხრეიძე 54)

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გოლი: 0:1 გორგიაშვილი (61)

გაფრთხილება: გორგიაშვილი (28), მამუჩაშვილი (51), ტერა (78)

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

“სამტრედია” – “დილა” 0:0 (0:0)

ლანჩხუთი, “ევგრაფი შევარდნაძე”

“სამტრედია” (4-3-3): მიგინეიშვილი; ჩაჩუა, ქარქუზაშვილი, ფატიჩი, ბაჩიაშვილი; მესიაჩენკო (კერძევაძე 70), დაუშვილი, გიი; კირკიტაძე, გიორბელიძე (ვეილი 78), ერისთავი (ახალაძე 53)

მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

“დილა” (4-2-3-1): ბეგაშვილი; მაჩაიძე, კვახაძე, ჩადუნელი, სუხიაშვილი; ლემპტი (ნონდი 39), რაზმაძე; ფორტისი, ქავთარაძე (რაჟამაშვილი 80), ლეანდრო; კოვტალიუკი (ფანცულაია 72)

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გაფრთხილება: ქარქუზაშვილი (66)

მსაჯი: ჯ. ხორავა

0.252134