კალათბურთი

10:48 | 15.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი მაისურაძე: მადლობას ვუხდი ბიჭებს!

მონტენეგროში ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდმა ზედიზედ 2 თამაში წამოიღო. 91:77 "მოგრენთან". მშვიდი, ელეგანტური თამაში და გუნდმა ეს დაიმსახურა. 71:68 "კლუჟთან". ძალიან კარგი სტარტი, ოდნავ მძიმე ბოლო წუთები და დამსახურებული მოგება. ირაკლი მაისურაძე (ზაზა, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): "მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს თავდადებული თამაშითვის. "რეალთან" დიდი ენერგია დავხარჯეთ და მნიშვნელოვანი იყო გადაწყობა. არ იყო ადვილი, მაგრამ გუნდმა ეს გააკეთა. "მოგრენთან" თამაშში მინდა გამოვარჩიო დაჩი ქავთარაძე და ილია ხუციშვილი. ორივემ ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ წარმატებაში. ასევე, მათე კაპანაძემ, რომელიც ძალიან მაგრად შემოვიდა, გააკეთა ზედიზედ რამდენიმე ჩაჭრა, იყო აგრესიული. მინდა შევაქო ნიკა კირიაკიდი - მაგრად იბრძოლა ფარზე და დაცვაშიც აქტიური იყო. ეს იყო ორი გუნდური გამარჯვება და უკვე შემდეგი შეხვედრისთვის ვემზადებით."

0.117947