არგენტინის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი სერხიო აგუერო 14 აპრილს, "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გასამართ პრემიერლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ მიიღებს. აღნიშნული ინფორმაცია "ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აგუერომ ტრავმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამართულ დაპირისპირებაში მიიღო და გვარდიოლას თქმით, "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგაზე სამხრეთამერიკელმა ამიტომ ვერ ითამაშა. ესპანელმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალ მატჩში დაზიანების გამო ჯონ სტოუნსი და ბენჟამინ მენდიც ვერ ითამაშებენ.
მიმდინარე სეზონში აგუერომ ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 30 გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.