ფეხბურთი

20:58 | 13.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰმა პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" შემტევი მოჰამედ სალაჰი პრემიერლიგის გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აფრიკელმა მოთამაშემ ერთ სეზონში სამჯერ მიიღო აღნიშნული ჯილდო, რაც პრემიერლიგის რეკორდია. სალაჰი საუკეთესოდ ნოემბერსა და თებერვალშიც დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია Daily Mail-მა გაავრცელა.

"ლივერპულის" შემტევმა გასულ თვეში ოთხი მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა. ამავდროულად, აფრიკელი პრემიერლიგის ბომბარდირთა დავას 29 გოლით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ ჰარი კეინს ოთხი გოლით უსწრებს. გუშინ ასევე ცნობილია გახდა, რომ გულშემატკივრებმა სალაჰი გუნდის თვის საუკეთესო ფეხბურთელად მიმდინარე სეზონში მეექვსედ დაასახელეს.

0.12077