მოსკოვის “სპარტაკი” ინსტაგრამის გვერდზე ჯანო ანანიძის გაშარჟებულ ფოტოს აქვეყნებს და მალე გამოჯანმრთლებას უსურვებს.
“ჩვენო ბიჭო! გელოდებით მოედანზე”, - წერს “სპარტაკი”.
როგორც "სახალხო გუნდი" იტყობინება, ჯანო 15 აპრილიდან "ტარასოვკის" ბაზაზე ინდივიდუალურ ვარჯიშს დაიწყებს.
შეგახსენებთ, ანანიძემ საქართველოსა და ლიტვის ამხანაგურ მატჩში ჯვარედინი მყესები დაიზიანა და იტალიის დედაქალაქ რომში ოპერიცია გაიკეთა. 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასი მიითვალა.