ფეხბურთი

18:34 | 13.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პრემიერლიგის გუნდებმა VAR-ის სისტემის გამოყენებაზე უარი განაცხადეს

ინგლისის პრემიერლიგაში 2018-2019 წლების სეზონში ვიდეოგამეორების სისტემას (VAR) არ გამოიყენებენ. ამაზე უარი თავად ალბიონურმა გუნდებმა თქვეს, რომლებაც სისტემის გამოყენების წინააღმდეგ მისცეს ხმა.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, კლუბები შეთანხმდნენ, რომ ვიდეორეფერის სისტემა ისევ ტესტირების რეჟიმში იქნება გამოყენებული (ინგლისის თასზე).

VAR-ის სისტემას ინგლისის ასოციაციის თასზე 2018 წლიდან გამოიყენებენ. პირველად აღნიშნული ტექნელოგია ალბიონზე “ბრაიტონისა” და “ლესტერ სიტის” დაპირისპირების დროს გამოიყენეს.

0.116137