"დელტა" ამ რეგულარულში კიდევ ერთხელ აგებს "მგზავრებთან". კომპაქტურ, სწრაფ და აგრესიულ ოპონენტთან, რომელიც საუკეთესო კონდიციებში შევიდა. სეზონი გრძელდება და "დელტას" მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს მოსაგები. იყო პლიუსები "მგზავრებთან" ტესტშიც. ნიკ ნილმა ჩაატარა კიდევ ერთი ტესტი, რომელშიც ჰქონდა ორჯერ მეტი (7:3) შედეგიანი გადაცემა, ვიდრე - შეცდომა. ნილი საშუალოდ აღებული ქულებით (17.6, V შედეგი ლიგაში) და პასებით (4.9, IV) ლიგის ლიდერებში შედის. ნიკ ნილი მეექვსეა MVP-ის რეიტინგში. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არის 17.1. ნიკ ნილი ბოლო ხუთ თამაშში მინიმუმ, 11 ქულას და 5 შედეგიან გადაცემას აგროვებს. დეონდრე რეიმ "მგზავრებთან" 21 ქულა აკრიფა. ბოლო 6 ტესტში მისი საშუალო შედეგიანობა შეადგენს 16 ქულას და 6.6 მოხსნას. რეი მოხსნებში მეათეა (14.4) და სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო პერსონალურ დამცველად რჩება. რეიმ ზედიზედ მეშვიდე თამაშში საშუალო სროლების მინიმუმ 66.7 % შეასრულა ზუსტად. სტაბილურობის ეტალონი. "დელტა" ემზადება შემდეგი შეხვედრისთვის. "ოლიმპთან" მატჩში 14 აპრილს 16:00 საათზე დაიწყება.