ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ფეხბურთიდან მიდის. 40 წლის მეკარეს ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ “რეალთან” მარცხის შემდეგ, ამაზე მინიშნება ნამდვილად გააკეთა.
“ვამაყობ თუ არა ამ გუნდით? – სიკვდილამდე! ვწუხვარ, რომ თამაშის შეწყვეტა და ბიჭების დატოვება მიწევს, მაგრამ ცხოვრება გრძელდება”, - განაცხადა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონს “იუვენტუსთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ჯერჯერობით ოფიციალურად არ გაჟღერებულა, დაასრულებს თუ არა აქტიურ საფეხბურთო კარიერას.