საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგის ასეულში დაბრუნდა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა უწყებამ ახალი, აპრილის თვის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც “ჯვაროსნებმა” ხუთი საფეხურით წაიწიეს წინ.
ამჟამად, ვლადიმირ ვაისის გუნდი 362 ქულით 96-ე ადგილზე იმყოფება.
...90. ბენინი – 379 ქულა
91. კონგო – 378
92. ტრინიდადი და ტობაგო – 374
93. გაბონი – 374
94. ესტონეთი – 364
95. ფარერები – 364
96. საქართველო – 362
97. ინდოეთი – 362
98. სომხეთი – 347
99. ისრაელი 347
100. ლიბია – 341
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები კი, რეიტინგში შემდეგ პოზიციებს ამაგრებენ:
...119. ყაზახეთი – 269 ქულა
132. ანდორა – 230
139. ლატვია – 217
რაც შეეხება ფიფას რეიტინგის საუკეთესო ათეულს, წინა თვესთან შედარებით რამდენიმე ცვლილება მოხდა. ლიდერი კი ისევ გერმანიის ნაკრებია.
1. გერმანია – 1533 ქულა
2. ბრაზილია – 1384
3. ბელგია – 1346
4. პორტუგალია – 1306
5. არგენტინა – 1254
6. შვეიცარია – 1179
7. საფრანგეთი – 1166
8. ესპანეთი – 1162
9. ჩილე – 1146
10. პოლონეთი – 1118
შეგახსენებთ, გასულ თვეში საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩი ჩაატარა, ჯერ ლიტვას აჯობა (4:0), ხოლო შემდეგ ესტონეთს (2:0).