კალათბურთი

15:29 | 11.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბათუმის" დაგეგმილი გამარჯვება "სოხუმთან"

გუშინ დაწყებული საკალათბურთო სუპერლიგის 28-ე ტური დღეს გრძელდება. თბილისში დაგეგმილი 2 მატჩიდან 1 უკვე დასრულდა. სუპერლიგის აუტსაიდერმა “სოხუმმა” “ბათუმს” უმასპინძლა და 60:93 წააგო. ლეგიონერების გარეშე დარჩენილი სოხუმელები ყველა მატჩში განწირულნი არიან და არც ეს მატჩი იყო გამონაკლისი. ბათუმელებმა შეხვედრა ისე მოიგეს, არანაირი პრობლემა არ შექმნიათ.

ბათუმელებმა გუნდურად ითამაშეს. 5 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 19-19 ქულით საუკეთესოები იყვნენ ლეონიდ სტეპანიშინი სპენსერ კოლინსი. 14 ქულა მოაგროვა ერიკ ჩილდრესმა, ხოლო ილია შემოსიუკის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. “სოხუმში” 13 ქულით ბომბარდირი გახდა სერგო ათუაშვილი. 11 ქულა მაიზერ რევაზაშვილის ანგარიშზეა.

სოხუმი – ბათუმი 60:93

gbf.ge

0.11694