სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:19 | 7.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავას გამარჯვების გოლი ყაზახეთში (+VIDEO)

ყაზახეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურში “ტობოლმა” “ატირაუ” დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 დაამარცხა. მასპინძლებს გამარჯვება საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას გოლმა მოუტანა.

ანგარიში 2:2 იყო, როდესაც ჯაბამ მეტოქის კარი დალაშქრა 68-ე წუთზე და როგორც შემდგომ გაირკვა, ეს გამარჯვების მომტანი გოლი აღმოჩნდა. კანკავა “ტობოლს” ცოტა ხნის წინ შეუერთდა და სადებიუტო გოლი იყო ყაზახურს გუნდში.

ჯაბამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ნიკა კვეკვესკირი მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა.

“ტობოლს” 4 ტურში 9 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.059231