უკრაინის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა VIDEO დავით ხოჭოლავამ. დონეცკის “შახტარის” ჩვენებურმა მცველმა “ვერესთან” საგარეო მატჩში 78-ე წუთზე გამოიჩინა თავი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.
ხოჭოლავასთვის ეს დონბასელთა რიგებშიც სადებიუტო გოლი გამოდგა. ქართველი ფეხბურთელი აღნიშნულ მატჩში მოედანზე 90 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.
25 წლის ხოჭოლავას აქტივში მიმდინარე სეზონში 17 მატჩი და 1 გოლია. “შახტარი” კი, საჩემპიონო ბადეს დამაჯერებლად ლიდერობს და კიევის “დინამოს” 6 ქულით უსწრებს.