ფეხბურთი

16:15 | 6.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" შემტევი მოჰამედ სალაჰი გულშემატკივრებმა ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელს. უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, აფრიკელმა მოთამაშემ ხმების 53% მიიღო.

სალაჰმა "მანჩესტერ სიტისთან" მოგებულ (3:0) მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მეორე ადგილზე "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ (35%) გავიდა, რომელმაც "იუვენტუსთან" მოგებულ (3:0) მატჩში დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. მესამე პოზიცია ხამეს როდრიგესმა (5%) დაიკავა, ხოლო მეოთხე - ჟერარ პიკემ (4%).

0.116242