საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 6:0 დაამარცხა. მასპინძლეთაგან დუბლი შეასრულა სიმი საიოტიმ და გია ნაყვაშვილმა, ხოლო თითო-თითო გოლი რონინიომ და ლევან კობაიძემ გაიტანეს.
ავთანდილ ასათიანის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მზადების პროცესშია და 4 აპრილსაც შეხვდა ინგლისს. გუშინდელ შეხვედრაში საქართველომ 5:1 იმარჯვა.
საქართველო - ინგლისი 6:0
თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“
საქართველო: ბუკია, კაკაბაძე, რონინიო, თალესი, სიმი საიოტი
სათადარიგო შემადგენლობა: კეფაშვილი, ჯამბურია, ჭანუყვაძე, ჭუმბურიძე, კობაიძე, მაისაია, ნიყვაშვილი, კეკელია
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
ინგლისი: მალპასი, ვიზერსი, ბეტსონი, ვარდი, ქუქი
სათადრიგო შემადგენლობა: კროფტი, გოლდშტეინი, დიქსონი, რიდი, ეჯი, პალფრიმანი, რაონი, ვები, ვოლასი, მეისონი
მთავარი მწვრთნელი: მაიკ სკუბალა
მსაჯები: შოთა ქუხილავა, ზვიად ბლიაძე, ლევან ვარამიშვილი
გოლები: 1:0 სიმი საიოტი (9), 2:0 სიმი საიოტი (11), 3:0 რონინიო (18), 4:0 ნიყვაშვილი (37), 5:0 ნიყვაშვილი (38), 6:0 კობაიძე (40)
გაფრთხილება: 22’ ვიზერსი, 40’ რაონი