ინგლისური “ლივერპულის” თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. როგორც ეგვიპიტის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება, სალაჰის დაზიანება უმნიშვნელოა და საწვრთნელ პროცესს რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.
შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი თამაში საფრთხის ქვეშ არაა. თუმცა, ჯერჯერობით არაა გარკვეული შეძლებს თუ არა, ეგვიპტელი “მანჩესტერ სიტისთან” საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.
შეგახსენებთ, სალაჰმა ტრავმა იმავე “სიტისთან” ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მიიღო, რის გამოც 52-ე წუთზე შეცვალეს.