ფეხბურთი

16:14 | 5.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკოს” სარის გადაბირება სურს

ფრანგული “მონაკოს” ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლეონარდო ჟარდიმის შემცვლელად მაურისიო სარის კანდიდატურას განიხილავენ.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელს “წითლები და თეთრები” 2 ან 3 წლიან კონტრაქტს და წლიური ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

აქვე გეტყვით, რომ იტალიელ სპეციალისტს ნეაპოლურ კლუბთან ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, “ნაპოლის” ხელმძღვანელობა კი, მის გათავისუფლებას არ გეგმავს და 59 წლის სპეციალისტს ხელფასის გაზრდას უპირებს. ამ ეტაპზე კი მაურისიო სეზონზე 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

0.106207