კალათბურთი

10:28 | 5.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 11-მა ქულამ “რეჯიო ემილიას” “ბრეშიასთან” ვერ უშველა

იტალიის სერია “ა”-ს მორიგ ტურში მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯიო ემილიამ” “ბრეშიას” უმასპინძლა და 71:75 დამარცხდა. ქართველმა ლეგიონერმა დამაჯერებლად ითამაშა, მაგრამ მთლიანობაში მისმა გუნდმა სათანადო ბრძოლისუნარიანობა ვერ გამოიჩინა და დასანანი მარცხი იწვნია.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე გატარებულ 28 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მანუჩარმა 3-დან 1 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა.

“რეჯიო ემილიას” 10 მოგება და 13 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 8 აპრილს, ისევ შინ, “უმანა რეიერ ვენეციასთან” გამართავს.

GBF.GE

0.123398