ფეხბურთი

19:30 | 4.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” ამომავალი ვარსკვლავი შეინარჩუნა

“ვალენსიამ” ამომავალ ვარსკვლავს, ფერან ტორესს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 18 წლის შემტევი ნახევარმცველი “მესტალიაზე” 2021 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ფერანის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება.

ტორესი “ღამურების” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, ხოლო ძირითად გუნდში დებიუტი 2017 წელს ჰქონდა და მას შემდგომ ჩატარებულ 10 მატჩში 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

ის ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებში 2016-2017 წლებში თამაშობდა და 22 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო ამჟამად 19-წლამდელთა ნაკრების წევრია და 5 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.

0.116318