ფეხბურთი

17:43 | 4.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალი “პოგონის” საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი პოლონური “პოგონის” მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 23 წლის ქართველმა გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გაიმარჯვა.

დვალმა გამოკითხულთა ხმების უმეტესი ნაწილი, 60% მიიღო და პირველ ადგილზე დამაჯერებლად გავიდა. მეორე პოზიციაზე გასულმა სპას დელევმა 28% მიიღო.

ლაშა დვალმა მარტში “პოგონის” რიგებში მართლაც ჩინებულად ითამაშა. 2 გოლი გაიტანა და ამდენჯერვე ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურში მოხვდა.

0.118917