ფეხბურთი

16:19 | 4.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯერ ვარჯიშზე, მერე – თამაშზე

კრიშტიანუ რონალდუმ ტურინის “იუვენტუსის” კარში ისეთი გოლი გაიტანა, მთელი საფეხბურთო სამყარო ამაზე ლაპარაკობს. ბუნებრივია ეს არ ყოფილა შემთხვევითობა. ესპანური გამოცემების ვერსიით, პორტუგალიელმა დარტყმის შესრულება 2.38 მეტრის სიმაღლიდან შეძლო...

საინტერესოა, რომ კრიშტიანუმ ზუსტად ამავე სტილში “მაკრატელა” დარტყმით გოლის გატანა ვარჯიშზეც მოახერხა. თანაც, სად და როდის? – ტურინში, 2 აპრილს, თამაშამდე ერთი დღით ადრე.

მოკლედ, კრიშტიანუ რონალდუმ ვარჯიშზე და თამაშზე ერთი და იგივე სტილში გაიტანა. გოლი ფანტასტიკური გამოვიდა. იმდენად ფანტასტიკური, რომ “იუვეს” გულშემატკივრებმაც კი აპლოდისმენტები არ დაიშურეს “რეალის” სუპერვარსკვლავის მიმართ.

0.121149