სტამბოლის “ფენერბახჩესა” და თურქეთის ნაკრების ფეხბურთელმა შენერ ოზბაირაკლიმ ბათუმის “დინამოს” აკადემიას საჩუქარი გაუკეთა.
როგორც აჭარული გუნდის დირექტორი ოთარ ფედიჩიკინი სოციალურ ქსელში აცხადებს, წარმოშობით ქართველმა ოზბაირაკლიმ “დინამოს” აკადემიის ფეხბურთელებს Adidas-ის ფირმის ბუცები აჩუქა.
28 წლის მცველი, შენერ ოზბაირაკლი “ფენერბახჩეს” ღირსებას 2015 წლიდან იცავს, ხოლო თურქეთის ნაკრებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული.