ფეხბურთი

18:51 | 3.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალზე 1.7 მილიონამდე ბილეთი გაიყიდა

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე 72 დღე დარჩა. საინტერესოა, როგორი დასწრება იქნება რუსულ სტადიონებზე? ფიფას ოფიციალურმა ვებგვერდმა უკვე გაყიდული ბილეთების რაოდენობა დღეს გამოაქვეყნა.

მსოფლიოს მასშტაბით ამ დროისთვის 1.698.049 ბილეთია გასხვისებული და აქედან 394.433 ბილეთი 13 მარტიდან გაიყიდა, როდესაც მისი რეალიზაციის მეორე ფაზა დაიწყო. ამავე პერიოდში გაყიდული ბილეთები სხვადასხვა ქვეყნებზე შემდეგნაირად გადანაწილდა:

რუსეთი – 216.134, აშშ – 16.462, არგენტინა – 15.006, კოლუმბია – 14.755, მექსიკა – 14.372, ბრაზილია – 9.962, პერუ – 9.766, ჩინეთი – 6.598, გერმანია – 5.974, ავსტრალია – 5.905 და ინდოეთი – 4.509.

აქვე გეტყვით, რომ ბილეთების გაყიდვის პირველი ფაზა გასული წლის სექტემბერში დაიწყო, ხოლო მესამე და დასკვნითი ფაზა 18 აპრილს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

0.117235