ჭადრაკი

11:47 | 3.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი ანა მუზიჩუკი გახდა

ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩემპიონატი სასტუმრო "იოტა"-ში დასრულდა. 13 ტურიდან 10 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად გაიმარჯვა მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონმა სწრაფ ჭადრაკში ანა მუზიჩუკმა (უკრაინა;2611). გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და შემდეგნაირად განაწილდნენ:

2. ელიზაბეტ პეტცი (გერმანია;2475);

3. მონიკა სოჩკო (პოლონეთი;2314);

4. ანა მათნაძე (ესპანეთი;2429).

ქართველი მონაწილეებიდან საუკეთესო შედეგი საერთაშორისო დიდოსტატმა ინგა ჭარხალაშვილმა (2302) აჩვენა, რომელმაც შეჯიბრი 9 ქულით მე-7 ადგილზე დაასრულა.

ასპარეზობაზე 16 ქვეყნის 77 მოჭადრაკე მონაწილეობდა , მათ შორის 55 საერთაშორისო წოდების მქონე.

მონაწილეთა შორის იყვნენ: მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები, საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულები სხვადასხვა წლებში: ანტუანეტა სტეფანოვა, ალექსანდრა კოსტენიუკი, ანა უშენინა, ანა მუზიჩუკი, პია კრამლინგი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი და ა.შ.

ტურნირის ორგანიზატორები: თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ევროპის საჭადრაკო კავშირი, პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაცია და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

gcf.org.ge

0.105389