ფეხბურთი

0:27 | 3.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

როდის დაბრუნდება ვაკო გვილია?

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ვაკო გვილიას ტრავმის სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად მიმდინარეობს. 23 წლის ფეხბურთელმა მუხლი "ჯვაროსნების" შეკრებისას დაიზიანა.

დღეს, მის გარეშე “ლუცერნმა” “სენტ გალენი” დაამარცხა (3:1). ვაკოს ტრავმა სერიოზული არაა და მოედანს სავარაუდოდ უკვე მომდევნო ტურში “თუნთან” შეხვედრაში დაუბრუნდა. უარეს შემთხვევაში კი, 15 აპრილს, “სიონთან” გასამართი მატჩისთვის იქნება მზად.

შეგახსენებთ, ვაკო გვილია “ლუცერნში” მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა და შვეიცარიულ გუნდს ჩინებულად მოერგო. ვაკომ სუპერლიგაში 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. სამჯერ კი, ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

0.127889